ინფორმაცია პროდუქტზე

ჩვენი კომპანია გთავაზობთ საქართველოში ახალ ინოვაციურ პროდუქტს სამშენებლო სფეროში, კერძოდ დეკორატიულ ბეტონს.

აღნიშნული პროდუქტი შემუშავებულ იქნა ამერიკელი მეცნიერების მიერ, რომელიც თავდაპირველად გამოიყენებოდა სამხედრო აეროდრომების ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზედაფენის მოსაწყობად. 90-იანი წლებიდან აღნიშნული ტექნოლოგია ფართოდ იქნა გამოყენებული სამოქალაქო მშენებლობაში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

აღნიშნულ ტექნოლოგიას გააჩნია გამოყენების ფართო არეალი, კერძოდ: საცხოვრებელ სახლებში, სკვერებში, ტროტუარებზე, სამანქანო გზებზე და ა.შ. ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ექსპლუატაციაში.

სხვა მოსაპირკეთებელი საშუალებებისაგან განსხვავებით, დეკორატიულ ბეტონს გააჩნია შემდეგი უპირატესობები: მომხმარებელი არ არის შეზღუდული პროდუქციის ვიზუალურ სახეში (ფორმა, ფერი), გააჩნია მაღალი მდგრადობა, არ განიცდის დეფორმაციას და სახეცვლილებებს.

ტექნოლოგია

დეკორატიული ბეტონის საფარი განასახიერებს სხვა მოსაპირკეთებელი მასალების ვიზუალურ სახეს, მაგალითად; ხის მასალის ფაქტურას, სხვადასხვა მოსაპირკეთებელი ქვის მასალის ფაქტურას და კერამიკული ფილების ფაქტურას. აღნიშნული პროდუქციის შეძენისას, თქვენ არ ხართ შეზღუდული მის გეომეტრიულ ფორმასა და ფერში.

დეკორატიულ ბეტონს ასევე უწოდებენ ბეჭდურ ბეტონს.
ბეტონის საფარი ღებულობს ახალ თვისებებს სპეციფიკური დანამატების საშუალებით, რომელიც გამოიხატება:

  1. ბეტონის ზედაპირის სიმტკიცის ასამაღლებელი დანამატით;
  2. სურვილის შემთხვევაში ფეხის მოცურების საწინააღმდეგო დანამატით;
  3. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი ფერით;
  4. ბეტონის ზედა ფენის დამცავი ლაქით;
  5. სურვილის შემთხვევაში საიზოლაციო წყალმედეგი დანამატით, რომელიც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული პროდუქციის ხანგრძლივობას ექსპლუატაციაში.

დეკორატიული ბეტონი იბეჭდება არმირებულ ბეტონზე, რაც არის იმის გარანტი, რომ პროდუქტი არ შეიცვლის გეომეტრიულ ფორმას. ბეტონის სისქე და არმირება განისაზღვრება ობიექტის ფუნქციური დანიშნულებიდან, კერძოდ საფეხმავლო და სამანქანო გზისთვის უნდა მოეწყოს სხვადასხვა სიმტკიცის რკინა-ბეტონის ფილა.